კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მაისის შუა რიცხვებში დაწყებული ებოლას ეპიდემიის შედეგად დაინფიცირებულთა ოფიციალურმა რაოდენობამ 1 203 შეადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსს, 321 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვირუსი, რომელიც Bundibugyo-ს შტამითაა გამოწვეული, ყველაზე მეტად იტურიას პროვინციას აზარალებს, თუმცა შემთხვევები დაფიქსირებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ კივუს პროვინციებშიც.
ამ დროისთვის 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 419 ადამიანი საავადმყოფოებსა და სპეციალურ საიზოლაციო ზონებში მკურნალობას გადის.
საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციები და მთავრობა ებრძვიან სერიოზულ წინააღმდეგობებს. ვითარებას ართულებს რეგიონში არსებული შეიარაღებული კონფლიქტები, სამედიცინო რესურსების სიმწირე და მოსახლეობის მხრიდან პოსტმორტემულ ტესტირებებზე უარის თქმა, რაც ეპიდემიის კონტროლს აფერხებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტების მოძიება და პაციენტთა მკურნალობა აქტიურად მიმდინარეობს, ბრძოლა "ჯერ კიდევ შორსაა დასრულებამდე", რადგან ომი და უნდობლობა სამედიცინო პერსონალს მუშაობას მნიშვნელოვნად ურთულებს.




