კომპანიამ Tesla 2018 წელს რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილი გამოუშვა

1546499857
კომპანიამ Tesla განაცხადა, რომ 2018 წელს მის მიერ წარმოებულმა ელექტრომობილების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
2018 წლის ბოლოს კომპანიამ 86,5 ათასი ელექტრომობილი გამოუშვა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და კომპანიის სრულ რეკორდს წარმოადგენს.
კომპანიის მიერ გამოშვებული ავტომობილების ძირითადი ნაწილი - 61 ათასზე მეტი - 5-ადგილიანი სედანი Tesla Model 3-ია. დანარჩენი 25 ათასი კი უფრო ძველი მოდელებია - სედანი Tesla Model S და კროსოვერი Tesla Model X.
გაიზარდა არამხოლოდ წარმოება, არამედ კომპანიის მიწოდებაც და 90,7 ათასი ავტომობილი შეადგინა, რაც აგრეთვე 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საერთო ჯამში, 2018 წელს კომპანიამ ბაზარზე 245 ათასი ავტომობილი გაიტანა, რაც ფაქტობრივად იმდენია, რამდენი მანქანაც კორპორაციამ ერთად აწარმოა გასული წლების განმავლობაში ერთად აღებული.