აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აღნიშნავს, რომ ჩარჩო შეთანხმება საბოლოო არ არის, მაგრამ რეალურია უკრაინისა და რუსეთის მიერ ხელმოწერის შემდეგ. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩარჩო შეთანხმება არსებობს იმისთვის, რომ მივიდეთ დასკვნამდე... ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია უკრაინელებს ამისკენ ვუბიძგოთ, შემდეგ კი რუსებს. ეს კარგი გეგმაა. მასში არის რამდენიმე პუნქტი, რომლებიც ნათლად კოდიფიცირებას და ცოტა უფრო დეტალურად ახსნას საჭიროებს, მაგრამ ჩვენ თითქმის ბოლოში გავედით," - აღნიშნა კელოგმა.

კელოგის თქმით, 28-პუნქტიანი გეგმა იხვეწება უსაფრთხოების გარანტიების ჩასართავად. მისი თქმით, შეთანხმების მთავარი გარანტორი შეერთებული შტატები უნდა იყოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბუდაპეშტის მემორანდუმისა და მინსკის შეთანხმებების შეცდომები.

კელოგი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაასრულებს ომს, რომელიც "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე ხანგრძლივია".

"მან ომი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ჯარში ვამბობთ, რომ მიზნამდე ბოლო 10 მეტრი ყოველთვის ყველაზე რთულია.ომის დასრულებას ორი მეტრი გვაშორებს, თითქმის მივედით", - თქვა კელოგმა