სამწლიანი დანაკარგების შემდეგ, რუსებს ომში გამარჯვების უნარი არ გააჩნიათ, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა კიტ კელოგმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
"არ ვიცი, მისი გენერლები სიმართლეს ეუბნებიან თუ არა, მაგრამ მას NATO-ს ძლევა არ შეუძლია, ის ვერ სძლევს დასავლეთს, მას ამის ძალა არ გააჩნია. მე ნალაპარაკები მაქვს ვაშინგტონში უფროს ლიდერებთან და ეს კითხვა ჩემთვისაც დაუსვამთ - 'შეუძლია თუ არა არა რუსეთს ამ ომის მოგება?' - და მე ვთქვი, რომ არა, არ შეუძლიათ. სამწლიანი დანაკარგების შემდეგ ომში გამარჯვების უნარი არ გააჩნიათ", - განაცხადა კიტ კელოგმა.







