დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთი, ამჯერად უფრო არსებითი ხასიათის განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაზე თავდასხმისა და ნიკოლას მადუროს დაკავების შესახებ.
„დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია უჭერს მხარს ვენესუელაში ხელისუფლების გადაცემას. ჩვენ მადუროს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მივიჩნევდით და მისი რეჟიმის დამხობის გამო ცრემლები არ დაგვიღვრია“. მე, დღეს დილით, „კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლისადმი. ისწრაფვის რა ვენესუელის ხალხის ნების გამომხატველი ლეგიტიმური მთავრობის ხელში ძალაუფლების უსაფრთხო და მშვიდობიანი გადასვლისკენ, დიდი ბრიტანეთის მთავრობა უახლოეს დღეებში განიხილავს შექმნილ სიტუაციას აშშ-ის კოლეგებთან", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
უფრო ადრე, სტარმერმა განაცხადა, რომ მას „სურს ესაუბროს“ აშშ-ის პრეზიდენტს ოპერაციის შესახებ „ფაქტების დასადგენად“ და დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მონაწილეობდა დარტყმებში.




