სამშაბათს ღამით კიევის რეგიონზე რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია ხუთშაბათს, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამსახურმა განაცხადა, რომ მან დაასრულა სამაშველო სამუშაოები, დანგრეული შენობიდან ცხრა ცხედარი ამოიყვანეს.

ცნობისთვის, სამშაბათს რუსეთმა ირანული წარმოების დრონებით დარტყმა მიიტანა საცხოვრებელ კორპუსზე ქალაქ რჟიშჩევში, დედაქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 80 კმ-ის დაშორებით.