რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი სამხედრო Слава Україні-ს  წარმოთქმისთვის დახვრიტეს. ვიდეო უკრაინულ მედიაში ვრცელდება. 

კადრებში ჩანს ტყვე უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ამბობს: “დიდება უკრაინას“. ამის შემდეგ კი რუსები მას აგინებენ და ესვრიან. 

აღნიშნულ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე ეხმიანება. მისი თქმით, ყოველი ასეთი სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის რუსები პასუხს აგებენ.

“ტყვის მკვლელობა რუსეთის მორიგი სამხედრო დანაშაულია. ეს ტერორის მიზანმიმართული პოლიტიკის ელემენტია, რომელსაც ათეთრებს კრემლის პროპაგანდა მითებით „ნაცისტებზე“. ყოველი სამხედრო დანაშაულისთვის პასუხს აგებენ. ვერავინ დაიმალება. ყველას ვიპოვით“, - ამბობს ანდრეი ერმაკი