Berliner-zeitung გუშინ, ბერლინის პანკოვის რაიონში მოკლული 5 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ წერს.
ხუთი წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილია 19 წლის ახალგაზრდა. ის ხშირად უვლიდა ოთხ ბავშვს პანკოვში. მოსამართლემ ახლა მისი დაკავების ორდერი გასცა, - წერს Berliner-zeitung
სამშაბათს, ხუთი წლის გოგონა გაუჩინარდა სათამაშო მოედნიდან. სამ საათზე მეტი ხნის შემდეგ პატარა გოგონა პანკოვის ბიურგერპარკის ბუჩქებში იპოვა ძაღლთან ერთად მოსეირნე ქალმა. გოგონა, რომელსაც დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცოტა ხნის შემდეგ ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 19 წლის ახალგაზრდა დააკავეს. იგი ოჯახში ძიძაა.
„ის ხშირად უვლიდა ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ოთხ ბავშვს“, – ამბობს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი სებასტიან ბიუხნერი. სამშაბათს ის ბავშვებთან ერთად „Paule Park“-ის სათამაშო მოედანზე იყო. გამომძიებლების ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი გოგონას ბიძაშვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, უფროსი ბავშვი ტუალეტში დაახლოებით 14:30 საათზე უნდა წასულიყო. 19 წლის ბიჭმა სათამაშო მოედანი დატოვა ხუთი წლის გოგონასთან ერთად და იქ მყოფ სხვა უფროსი ასაკის ხალხს სთხოვა ყურადღება მიექციათ დანარჩენი სამი ბავშვისთვის. მოგვიანებით ის ხუთი წლის ბავშვის გარეშე დაბრუნდა. უფროსებმა, რომლების მისი არყოფნის დროს სხვა სამ ბავშვს პატრონობდნენ, აგრეთვე ბავშვის დედამ, რომელიც იმ დროისთვის სათამაშო მოედანზე, ჰკითხეს, სად იყო გოგონა. ძიძამ თქვა, რომ გოგონა დაეკარგა და ვეღარ იპოვა, ამიტომ დედამ პოლიციას მიმართა დახმარებისთვის.