ამის შესახებ ინფორმაციას Bild-Zeitumg აქვეყნებს.

უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა დაახლოებით 17:40 საათზე იპოვეს პანკოვის ბიურგერპარკში,  თხების ვოლიერის მახლობლად, ბუჩქნარში.

მაშველებმა გოგონას რეანიმირება სცადეს, გამოაცოცხლეს იგი და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი მიყენებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.

გოგონა ბოლოს 14:45 საათზე ნახეს „Paule Park“-ში, შემდეგ კი იგი მოულოდნელად გაქრა. მას  100-ზე მეტი მაშველი და პოლიციელი მონაწილეობდა. ძებნის პროცესში ვერტმფრენი იყო გამოყენებული. ბიურგერპარკი, სადაც გოგონა იპოვეს, რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული „Paule Park“-იდან. პოლიციისთვის ჯერჯერობით უცნობია, გოგონა თავისით მივიდა იქ თუ მიიყვანეს.

პოლიცია ვარაუდობს, რომ გოგონა მოკლეს და აცხადებს, რომ დაკავებულია  ეჭვმიჭანილი, გერმანულ-თურქული წარმოშობის 19 წლის ახალგაზრდა. მსხვერპლს გერმანულ-პოლონურ-თურქული ფესვები აქვს. პოლიცია დაკონკრეტების გარეშე აცხადებს, რომ დაკავებული და მსხვერპლი ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან.

Bild-ის ცნობით, გოგონას დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა. ადგილი სადაც გოგონა იპოვეს, რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსზე შემოფარგლული და პროჟექტორებით განათებულია და მიმდინარეობს სამხილების ძებნა.



In diesem Gebüsch wurde das Mädchen wohl entdeckt, die Spurensicherung untersucht den Bereich großräumig mithilfe einer künstlichen Lichtquelle
Foto: Spreepicture

 
Trauernde haben bereits Kerzen für das tote Mädchen aufgestellt
Foto: Paul Zinken/dpa



Ein Großaufgebot der Polizei leuchtet die Fundstelle aus
Foto: Spreepicture



Die Berliner Polizei sucht nach weiteren Hinweisen
Foto: Spreepicture


მოვლილ და წყნარ ბიურგერ პარკში, რომელსაც მდინარე პანკე ჰკვეთს,  ბერლინელები ოჯახის წევრებთან ერთად შაბათ-კვირას სეირნობენ და ისვენებენ, „Paule Park“-ის დიდი თანამედროვე სათამაშო მოედნები კი პანკოვის რაიონის (ბერლინის თორმეტიდან ერთ-ერთი რაიონი) მერიის რატუშასთან ახლოს მდებარეობს, -  წერს  Bild-Zeitumg