უნგრეთში დასრულდა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა და მიმდინარეობს მიცემული ხმების დათვლა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით,  103 ოლქიდან 92-ში „ტისას“ კანდიდატები იმარჯვებენ, 11-ში კი „ფიდესის“ კანდიდატები.

პროპორციული სისტემით არჩევნებში ხმების 72,44%-ს  დათვლის შემდეგ „ტისას“ 53,45% აქვს, „ფიდესს“ 37,92%, პარტიას „ჩვენი ქვეყანა“ კი 5,99%.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პარლამენტის 199 წევრიდან 106 აირჩევა ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული ხმის მიცემის სისტემით, ხმათა უბრალო ფარდობითი უმრავლესობით, ხოლო დანარჩენი 93 კი პროპორციული სისტემით.

არსებული მონაცემებით პარლამენტში სამი პარტია ხვდება. იმ შემთხვევაში, თუ „ჩვენი ქვეყანა“ 5%-იან ზღვარს ვერ გადალახავს, „ტისას“, დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება.