ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ვახო ხუზმიაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.
ვახო ხუზმიაშვილი: კიევიდან რამდენჯერმე გაკეთდა ისეთი განცხადებები, თითქოს რუსეთთან " შავი ხვრელები" გვაქვს, ასევე კარგი იქნებოდა თუ მეორე ფრონტი საქართველოში გაიხსნებოდა, თქვენთვის ეს განცხადებები რას ნიშნავს?
კელი დეგნანი: ჩვენი აზრით, ასეთი სენსიტიური თემები უმჯობესია არა კამერების წინ არამედ მთავრობებს შორის განიხილებოდეს. ეს ხელს უწყობს მეტი ნდობის ჩამოყალიბებას. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს უკრაინის, ქვეყანა, რომელიც იცავს თავს და არის ძალიან სტრესული ზეწოლის ქვეშ.