უკრაინისთვის მომავალი ზამთარი კვლავ რთული შეიძლება აღმოჩნდეს , სავარაუდოდ, რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმებს განახორციელებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინის დასახმარებლად. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად, განიხილეს ვითარება ბრძოლის ველზე და უკრაინის ენერგოსისტემის მდგრადობის განმტკიცების საკითხი.

„მომავალ ზამთარს რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ დაარტყამს უკრაინის ენერგოსისტემას. ამიტომ, ჩვენ ვემზადებით. უკრაინას სჭირდება გენერატორები, სათადარიგო ნაწილები და დაფინანსება აღდგენითი სამუშაოებისთვის. პრიორიტეტად რჩება ასევე საჰაერო თავდაცვა. მე მოვუწოდე იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც მარაგები აქვთ, გადასცენ გენერატორები უკრაინას“, – განაცხადა კაია კალასმა.