რუსეთმა არჩევნებზე გავლენის მოხდენა ისწავლა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

"მე ვხედავ მაგალითებს რუმინეთიდან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან, რომ (რუსებმა) ნამდვილად გატეხეს კოდი, თუ როგორ მოახდინონ გავლენა არჩევნებზე", - განაცხადა კაია კალასმა.

მისივე თქმით, დღევანდელი მეთოდები იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩაითვალოს, მოძველებულია და არ ითვალისწინებს ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამოიყენება.

"ვფიქრობ, ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. დემოკრატია ნდობაზეა დაფუძნებული და თუკი არჩევნებს ვეღარ ენდობი, როგორ შეიძლება შედეგებს ენდო", - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.