ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ მადუროს „ლეგიტიმურობა აკლია“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.
მან ასევე მოუწოდა თავშეკავებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ ამჟამინდელ სიტუაციაში.
„მე ვესაუბრე სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ჩვენს ელჩს კარაკასში. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში არსებულ ვითარებას. ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბატონ მადუროს ლეგიტიმურობა აკლია და მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის მომხრეა. ნებისმიერ ვითარებაში, საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გაეროს ქარტია უნდა იყოს დაცული. ჩვენ თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. ქვეყანაში ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“ - წერს x-ზე კაია კალასი.
I have spoken with Secretary of State Marco Rubio and our Ambassador in Caracas. The EU is closely monitoring the situation in Venezuela.
— Kaja Kallas (@kajakallas) January 3, 2026
The EU has repeatedly stated that Mr Maduro lacks legitimacy and has defended a peaceful transition. Under all circumstances, the principles…




