ქეითი მილერმა, რომელსაც ადრე აშშ-ის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეზე, სტივენ მილერზეა დაქორწინებული, სოციალურ ქსელში ამერიკის დროშაში გახვეული გრენლანდიის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „მალე“,
ქეითი მილერი ასევე იყო პრესმდივანი მილიარდერი ილონ მასკის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტში. ქეითი მილერს ტექნიკურად არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, მაგრამ ის ტრამპის მრჩეველ სტივენ მილერზეა დაქორწინებული და შესაბამისად, პრეზიდენტის უახლოესი წრის წევრია. მისნაირმა ადამიანებმა იციან, როგორ წამოსწიონ თემა და და როგორ გაატარონ გზავნილი ტესტირებაზე. ტექსტი „მალე“ და გრენლანდიის გამოსახულება ამერიკის დროშაზე არის განწყობის შესაფასებელი, მხარდამჭერების მობილიზების და მათი დღის წესრიგის წინ წასაწევი ერთგვარი საშუალებაა, - წერს დანიის მედია და აღნიშნავს, რომ ვენესუელაში ოპერაციის დასრულებიდან მცირე ხანში პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულმა ფოტომ სერიოზულად შეაშფოთა დანიის ხელისუფლება.
SOON pic.twitter.com/XU6VmZxph3
— Katie Miller (@KatieMiller) January 3, 2026
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია საერთაშორისო უსაფრთხოების მიზნით სჭირდება. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სპეცრაზმი ვენესუელაში შეიჭრა და ქვეყნის ლიდერი დაატყვევა, არაერთმა დამკვირვებელმა აღნიშნა ე.წ. მონროს დოქტრინის შესაძლო აღორძინება.. დოქტრინა, რომელსაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიმს მონროს სახელი ჰქვია, ამტკიცებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დასავლეთ ნახევარსფეროში მის უშუალო სამეზობლოში დომინირება უნდა მოახდინოს.
მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია მრავალი თვალსაზრისით არ შეიძლება შევადაროთ ავტორიტარულ ვენესუელას, ის ასევე წარმოადგენს დასავლეთ ნახევარსფეროს მნიშვნელოვან ტერიტორიას და ის, სულ უფრო მეტი მტკიცებულებიდან გამომდინარე, განიხილება როგორც ამ იდეოლოგიის ნაწილი.
„აშშ აჩვენებს მზადყოფნას, გამოიყენოს ძალა საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლის შესანარჩუნებლად. საქმე მხოლოდ რეჟიმებს არ ეხება, არამედ სტრატეგიულ დომინირებასაც“, - წერს დანიის პრესა მიუთითებს, რომ ფოტოს გამოქვეყნება შეიძლება ერთგვარი „ჰაერის ბუშტის“ ფუნქციას ასრულებდეს, რადგან უარყოფითი რეაქციის შემთხვევაში, მას ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ ეს პირადი განცხადება იყო. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტთან ახლოსაა, ეს სიგნალად აღიქმება, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე.
ქეითი მილერის მიერ ფოტოს გამოქვეყნებას „მიუღებელი“ უწოდა საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, კრისტიან ფრის ბახმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სურათი გავრცელდა შაბათს აშშ-ის ვენესუელაზე თავდასხმის შემდეგ მალევე.
„საკმაოდ ნათელია, რომ MAGA-ს (Make America Great Again) მოძრაობაში არიან ძალები, რომლებიც ვენესუელაში ოპერაციას აკავშირებენ გრენლანდიაზე ზეწოლის გაზრდასთან“, - თქვა მან.
აშშ-ში დანიის ელჩმა აშშ-ში X-ზე ტვიტში აღნიშნა, რომ დანია და შეერთებუყლი შტატები ახლო მოკავშირეები არიან და მათ შორის თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.
„ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოება ასევე გრენლანდიისა და დანიის უსაფრთხოებაა. გრენლანდია უკვე ნატოს წევრია. დანიის სამეფო და შეერთებული შტატები ერთად მუშაობენ არქტიკაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დანიის სამეფომ მნიშვნელოვნად გაზარდა არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევა - მხოლოდ 2025 წელს ჩვენ გამოვყავით 13,7 მილიარდი დოლარი, რომლის დახარჯვაც შესაძლებელია არქტიკასა და ჩრდილო ატლანტიკაში“, - წერს ის და დასძენს:
„დიახ, ჩვენ ველით დანიის სამეფოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას“.
ელჩის პასუხი არა მხოლოდ ნეიტრალური დიპლომატიური განცხადებაა, არამედ პრევენციული ღონისძიებაც იმ ეპიზოდის შემდეგ, რომელშიც შეერთებული შტატები ფართო საერთაშორისო მხარდაჭერისა და კონგრესის მანდატის გარეშე მოქმედებდა. ამან უნდა ცხადყოს, რომ დანია სერიოზულად უყურებს ასეთ რიტორიკას და სურს სიტუაციის დეესკალაცია, - წერს დანიის მედია.
„ეს არის მოვლენების დრამატული განვითარება ვენესუელაში, რომელსაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით“, მოველით, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მალე შეიკრიბება სიტუაციის განსახილველად, „ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დეესკალაციისა და დიალოგის გზას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თამაშის საერთაშორისო წესების პატივისცემა“, - განაცხადა მადუროს და მისი მეუღლის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მცირე ხნის შემდეგ კი დანიის პრემიერ-მინისტრმა დაწერა, რომ „დანიის მთავრობა, თავის მოკავშირეებთან ერთად, ყურადღებით აკვირდება ვენესუელაში არსებულ ვითარებას. ახლა დეესკალაციის დროა. საერთაშორისო სამართალი უნდა იყოს დაცული“.




