შვეიცარიაში მიმდინარე უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრემიერ–მინისტრ კაია კალასს შეხვდა.

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპულ მომავალზე ვისაუბრე.

ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, იყვნენ ევროპის ნაწილი", - წერს კალასი სოციალურ ქსელში.