ოქტომბრის არჩევნები იქნება ევროკავშირში საქართველოს მომავლის ერთგულების ტესტი, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი X-ზე წერს.

„კანონი „უცხოური გავლენის“ შესახებ არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირის გზაზე.

ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისის #FAC-ზე მივიღებთ.

ოქტომბრის არჩევნები იქნება ევროკავშირში საქართველოს მომავლის ერთგულების ტესტი“, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი X-ზე.