ჯორჯიას შტატის მოსამართლემ, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის ჩარევის საქმეს იძიებს, აშშ-ის ექსპრეზიდენტსა და მასთან ერთად ბრალდებულებს სისხლის სამართლის ექვსი ბრალდება მოუხსნა, მაგრამ დანარჩენი ბრალდებები ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფულტონის ოლქის მოსამართლის სკოტ მაკაფის თქმით, შტატის პროკურორების ბრალდებები იმის შესახებ, რომ ტრამპი და მისი თანამებრძოლები საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჯორჯიას შტატის ოფიციალური პირებისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, ამ ექვსი პუნქტის შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და სამართლებრივი ელემენტები აკლდა.

თუმცა მოსამართლემ განაცხადა, რომ მოგვიანებით ბრალდების ხელახლა წარდგენა გამორიცხული არ არის.

დონალდ ტრამპს 19 ადამიანთან ერთად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაში ედებოდა ბრალი.

გადაწყვეტილება ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული 13 ბრალდებიდან სამს ეხება.