აშშ არ აღიარებს ივანიშვილის ჩინეთის კომუნისტური პარტიის მომხრე, პროირანულ რეჟიმს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს.

"ქართული კოშმარის ორპარტიული არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად! ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს. აშშ არ აღიარებს ივანიშვილის ჩინეთის კომუნისტური პარტიის მომხრე, პროირანულ რეჟიმს", - წერს ჯო უილსონი.