რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მომავალ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ უოლცს ესაუბრა.
"მადლიერი ვარ დღეს ეროვნული უსაფრთხოების მომავალი მრჩევლის - მაიკლ უოლცის ხილვითა და მასთან საქართველოს ავტორიტარულ დაპატრონებასა და ჩინეთის "კომუნისტური პარტიისგან" მსოფლიოში თავისუფლებისთვის არსებულ საფრთხეზე მსჯელობით. მოუთმენლად ველი ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას „მშვიდობისთვის, ძლიერების გზით", – დაწერა უილსონმა პლატფორმა X-ზე.
I was grateful to see our next National Security Advisor @michaelgwaltz today and discuss the authoritarian takeover of Georgia and the threat of the Chinese Communist Party to freedom around the world. I look forward to our continued partnership for Peace Through Strength! pic.twitter.com/xGlWgldgyC
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 3, 2025