ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი "რესპუბლიკური პარტიიდან" ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
ამერიკელი კონგრესმენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით.
"მშვიდობიანი პროტესტი ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგისა და ვაცლავ ჰაველის ტრადიციაში. ომის დამნაშავე პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით! ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც მოხდა ბუქარესტში ჩაუშესკუს გაქცევით“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი.
Peaceful Protests are most effective in the tradition of MLK & Vaslav Havel. War criminal Putin wants violence to further oppression! The civilized world supports Georgian Patriot Freedom Fighters who with peaceful resistance will prevail as in Bucharest with Ceaușescu fleeing!!!
— Joe Wilson (@RepJoeWilson) December 29, 2024