ვერც რუსეთმა და ვერც ირანმა ან "ჰეზბოლამ" ვერ შეძლო, სირიაში ასადის რეჟიმის დაცვა, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
რუსეთის მხარდაჭერა ბაშარ ალ ასადის მიმართ ასევე დამარცხდა, რადგან უკრაინამ, ამერიკისა და მოკავშირეების მხარდაჭერით, წინააღმდეგობის კედელი აღმართა დამპყრობელი რუსი ძალების წინააღმდეგ, რითაც დიდი ზიანი მიაყენა რუსულ ძალებს, და შედეგად რუსეთმა ვერ შეძლო ახლო აღმოსავლეთში მისი მთავარი მოკავშირის დაცვა.
პირველად, ვერც რუსეთმა და ვერც ირანმა ან ჰეზბოლამ ვერ შეძლო, სირიაში ამ საძულველი რეჟიმის დაცვა და ეს პირდაპირი შედეგია იმ დარტყმების, რომელიც უკრაინამ და ისრაელმა მიაყენეს მტრებს, საკუთარი თავდაცვისთვის", - განაცხადა ბაიდენმა.