ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა

შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობდა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა უკრაინელი ხალხი იყოს მაქსიმალურად შესაძლებელ საუკეთესო მდგომარეობაში და შეძლოს დაიცვას თავის ქვეყანა და თავიანთი ოჯახები რუსეთის სასტიკი, მართლაც სასტიკი აგრესიისგან, -თქვა ჯო ბაიდენმა.

უკრაინისთვის 31 ტანკის მიწოდება არ შეიძლება განხილული იქნეს რუსეთის მიერ, როგორც შეტევითი საფრთხე. ტანკების მიწოდება უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის დაცვას ემსახურება და ჩემი აზრით, რუსეთის ჯარი უნდა დაბრუნდეს იქ „სადაც მისი ადგილია", - განაცხადა პრეზიდენტმა.  

რუზველტის ოთახში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ განცხადებამდე ბაიდენი ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, გერმანიის კანცლერ შოლცს, იტალიის პრემიერ მინისტრ მელონს და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ სუნაკს