თეთრი სახლის მეთაურმა 2024 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულს, მაია სანდუს ხელისუფლების შენარჩუნება მიულოცა.
აშშ-ს პირველმა პირმა სანდუს ოფიციალური მილოცვის წერილი გაუგზავნა:
"ვულოცავ მაია სანდუს პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორე ისტორიულ გადარჩევას. კვირას (3 ნოემბერს) მოლდაველი ხალხი საარჩევნო უბნებზე მივიდა და პრეზიდენტ სანდუს მეთაურობით უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიული მოლდოვას მისცა ხმა. სანდუს ხელმეორედ არჩევა მოხდა ევროკავშირის წევრობის საკითხზე კონსტიტუციური რეფერენდუმის ჩატარებიდან 2 კვირაში".
წერილში ასევე რუსეთის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის უშედეგო მცდელობაზეც ეწერა:
"რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა მოლდოვაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის მორღვევას. მაგრამ, რუსეთს ეს არ გამოუვიდა. მოლდაველმა ხალხმა შეძლო დემოკრატიული უფლების რეალიზება და ევროპაზე და მსოფლიო დემოკრატიაზე ორიენტირებული გზა აირჩია".
სანდუმ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვადით გაიმარჯვა, მისი ოპონენტი პრორუსი ყოფილი პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო იყო. არჩევნების ბედი ემიგრანტი მოლდაველები ხმებმა გადაწყვიტა.