აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისრაელის აქვს უფლება, იბრძოლოს „ჰამასის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა.
„მე კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ისრაელს აქვს უფლება, იბრძოლოს „ჰამასის“ წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებელია ებრაელი ხალხის ყველაზე საშინელ ხოცვა-ჟლეტაზე ჰოლოკოსტის შემდეგ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუსთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა, მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაზრდის მიზნით, ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობაზეც.