ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო კრიტიკა მცდარია.

ნეთანიაჰუმ კომენტარი გააკეთა ბაიდენის განცხადებაზე, რომ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში თავისი პოლიტიკით „უფრო უფრო მეტად აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება“.

ნეთანიაჰუს თქმით, მოსახლეობა მხარს უჭერს მათ ქმედებებს.

„ზუსტად არ ვიცი, რას გულისხმობდა პრეზიდენტი, მაგრამ თუ ის ფიქრობს, რომ მე ვაკეთებ რამეს ისრაელის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ და რომ ეს აზიანებს ისრაელის ინტერესებს, მაშინ ის ცდება. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც მხარს უჭერს ისრაელის დიდი უმრავლესობა. ისინი მხარს უჭერენ ქმედებებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობას ეს ესმის.

„ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობას ესმის, რომ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, გამეორდება 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა, რაც ცუდია ისრაელისთვის, ცუდია პალესტინელებისთვის და ცუდია ახლო აღმოსავლეთის მშვიდობიანი მომავლისთვის, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.