აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი გრძელდება თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, რადგან არცერთი მხარე ჯერ არ არის მზად სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ მან Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

"რამდენადაც არ უნდა იშრომოს აშშ-ის პრეზიდენტმა დიპლომატიურად, რათა მხარეები ფინიშამდე მიიყვანოს, საბოლოოდ, შეთანხმების მისაღწევად ორივე მხარის ნებაა საჭირო. და ახლა, ჩვენი ყველა ძალისხმევის მიუხედავად, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, რუსები და უკრაინელები უბრალოდ ჯერ არ არიან მზად შეთანხმების დასადებად", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ვენსმა დასძინა, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტა კვლავ შესაძლებელია, მაგრამ ეს "ბევრად მეტ შრომას" მოითხოვს.

მისი თქმით, მთავარი დაბრკოლება "მოლოდინების ფუნდამენტური შეუსაბამობაა", რადგან რუსები მიიჩნევენ, რომ ბრძოლის ველზე უკეთესი პოზიცია აქვთ, ვიდრე სინამდვილეშია.