აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს ნათლად განუცხადა, რომ მას უკრაინაში შეჭრის უფლება არ ჰქონდა. აღნიშნული განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გააკეთა. იუწყება უკრაინული მედია.

ვენსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპმა აღიარა, რომ პუტინს არ ჰქონდა უფლება, თავს დასხმოდა უკრაინას, მაგრამ ამავდროულად დაუშვა ქვეყანასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა, თუ ინტერესები ნაწილობრივ დაემთხვეოდა.

"ჩვენ შევეცდებით ამის შეჩერებას, თუმცა შესაძლოა თანამშრომლობის სფეროებიც არსებობდეს", - თქვა მან.

ვიცე-პრეზიდენტმა ეს მიდგომა იმით ახსნა, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" პრინციპსა და პრაგმატიზმს ეფუძნება.

ვენსი დარწმუნებულია, რომ ტრამპის პოზიცია არ არის მსოფლიოს "მეგობრებად" და "მტრებად" დაყოფა, არამედ ალიანსებთან და ინტერესებთან მუშაობა.

"შეიძლება ქვეყანას არ დაეთანხმოთ უმეტეს საკითხში, მაგრამ გარკვეულ საკითხებზე მაინც იპოვოთ საერთო ენა. ტრამპის მიდგომას შორის მთავარი განსხვავება მისი მზაობაა, ნებისმიერს ესაუბროს, რაც კონფლიქტების დასრულების ინსტრუმენტია", - აღნიშნა ვენსმა.