ოჰაიოში ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვენსის სახლზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ფანჯრები ჩაიმსხვრა, დაკავებულია ერთი პირი.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადების თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მომხდარის დროს რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.
„ინციდენტის დროს რეზიდენციაში არავინ იმყოფებოდა. ვიცე-პრეზიდენტი და მისი ოჯახი ოჰაიოში არ იმყოფებოდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
საიდუმლო სამსახურის მიერ დაკავების შემდეგ ეჭვმიტანილი ცინცინატის პოლიციაში გადაიყვანეს.
თარგმანი: პირველი არხი







