რუსეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, აბუ-დაბიში სამშვიდობო გეგმა არ განხილულა.
"სამშვიდობო გეგმა დეტალურად ჯერ არავისთან განხილულა. ვნახეთ, გადავეცით, მაგრამ არ განგვიხილავს". - თქვა უშაკოვმა.
რუსმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა ერთზე მეტი შეთანხმების გეგმა მიიღო.
უშაკოვმა ასევე თქვა, რომ აშშ-ს მიერ წარდგენილი გეგმა მთლიანობაში მისაღებია, მაგრამ რამდენიმე პუნქტი "ექსპერტებს შორის დისკუსიას მოითხოვს".







