იური შვეცი: არახამიას მხოლოდ ერთი რამ გადაარჩენდა - თუ წარმოადგენდა რომელიმე ფსიქიატრის გაცემულ ცნობას დიაგნოზით "კლინიკური იდიოტი"
1658897169
აშშ-ში არსებული კორპორაციული უსაფრთხოების კომპანიის ანალიტიკოს-გამომძიებელი იური შვეცი თავის იუთუბ-არხზე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე რუსლან დემჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმიანება.
იური შვეცი თავის უკრაინელ მაყურებელს (იური შვეცის იუთუბ არხს მთელი მსოფლიოს მაშტაბით 1 070 000 გამომწერი ჰყავს - „აიპრესი") რუსლან დემჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას ულოცავს და უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებაში ჩართულ რუს ოლიგარქზე, პუტინის „ტროას ცხენზე" და „პუტინის საფულე" რომან აბრამოვიჩზე და მისი უკრაინისთვის სასარგებლო პიროვნებად წარმოჩენის, მისთვის დაწესებული სანქციების მოსხსნის მცდელობით დაკავებულ დავით არახამიაზე საუბრობს.
იური შვეცის თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე რუსლან დემჩენკო იყო „ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული წევრი იმ გუნდისა, რომელიც ახლა უკრაინას მართავს".
დემჩენკოს ყველაზე დიდი ზიანი იმით მოჰქონდა, რომ იგი სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციას ფილტრავდა და პრეზიდენტთან ატარებდა იმ მასალას, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევდა და არ ატარებდა იმ მასალას, რომელიც საჭიროდ მიაჩნდა, რომ პრეზიდენტამდე არ უნდა მისულიყო. ამგვარად, როგორც ჩვენ ამას ვხედავთ პუტინის და აგრეთვე მთელ მსოფლიოში სხვა სახელმწიფო მმართველების შემთხვევაშიც, ეს უმაღლესი მმართველები ადვილად მანიპულირდებიან მათგან, ვინც ინფორმაციას აწვდის. რუსლან დემჩენკო სწორედ ასეთი ადამიანი იყო და მისი წარსული, კვალი მისი კარიერისა და ცხოვრების გზა, ყველა საფუძველს აძლევდა ვარაუდს, რომ მისი ფეხი იქ არ უნდა ყოფილიყო. ზოგადად, სახელმწიფო აპარატში, განსაკუთრებით ასეთ თანამდებობაზე. კარგი, მადლობა ღმერთს, რაც მოხდა, მოხდა. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს ჯერ არაა ბოლო, უფრო სწორად, ეს ჯერ, მე ასე ვფიქრობ, ეს არ არის ყველაზე მავნე ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, - ამბობს შვეცი და მარცვლეულის შესახებ სტამბოლის მოლაპარაკების პროცესის საფარქვეშ მიმდინარე სხვა მოლაპარაკებების შესახებ არსებულ ინფორმაციას მიმოიხილავს.
იური შვეცის თქმით, პარალელურად მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარი მოქმედი პირი იყო ყველასათვის კარგად ცნობილი რუსი ოლიგარქი, ელცინის, შემდეგ კი „პუტინის საფულე" რომან აბრამოვიჩი და ამ მოლაპარაკებების მთავარი თემა პუტინისთვის სანქციების მოხსნა იყო.
იური შვეცი მსმენელს შეახსენებს, რომ „სიბნეფტის" აქციონერებს, ბორის ბერზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის, აბრამოვიჩმა ~3 მილიარდი დოლარი გადაუხადა, ერთი წლის შემდეგ კი სახელმწიფომ 13 მილიარდი არ დაიშურა „სიბნეფტის" სახელმწიფოსთვის დასაბრუნებლად. 10 მილიარდი დოლარი მოხვდა „პუტინის საფულეში" - აბრამოვიჩთან და იგი, როგორც აშშ-ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წერდნენ, პუტინის საკუთრების მმართველი გახდა, - ამბობს შვეცი და დასძენს, რომ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის შემდეგ, რომან აბრამოვიჩი, რომელსაც, განსხვავებით, ვთქვათ, მიხეილ ხოდორკოვსკისგან, არაფერი არ შეუქმნია, არანაირი ბიზნესი არ განუვითარებია და მისი ერთადერთი ტრანზაქცია იყო ბერეზოვსკისთვის 3 მილიარდის გადახდა და შემდეგ ამ 3 მილიარდის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 13 მილიარდის მიღება, პუტინთან განსაკუთრებული ახლობლობის („პრეზიდენტთან პრივილეგირებული წვდომა") გამო მოხვდა სანქცირებულთა სიაში.
რომან აბრამოვიჩი სანქცირებულთა სიაში მოხვედრას ასაჩივრებს და ამტკიცებს, რომ ის არანაირად არაა პუტინის მიერ პრივილეგირებული, მაგრამ დიპლომატიისგან და პოლიტიკისგან შორს მყოფი აბრამოვიჩის მონაწილეობა მოლაპარაკებებში სწორედ რომ საპირისპიროს ამტკიცებს, - ამბობს შვეცი იქვე აგრძელებს, რომ აბრამოვიჩის ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ და აცხადებენ, რომ აბრამოვიჩი არ არის პრივილეგირებული პირი, ასრულებს მნიშვნელოვან როლს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში, სანქცირებულთა სიაში ყოფნა არის ძლიერ ხელისშემშლელი გარემოება და მას ეს სანქციები უნდა მოეხსნას.
შვეცი აღნიშნავს, რომ ადვოკატების ამ მტკიცების გასამაგრებლად რომან აბრამოვიჩმა „ვარსკვლავური მოწმე" იპოვა მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის ხელმძღვანელის, დავით არახამიას სახით, რომელიც, „მსოფლიო ჟურნალისტიკის ეტალონი" ბრიტანული thetimes-ის („თუ ის რამეს წერს, მას შეიძლება პრაქტიკულად, 100% -ით დავეყრდნოთ") თანახმად, თავის მხარდამჭერ განცხადებაში წერს, რომ აბრამოვიჩის დახმარებით მიღწეული შეთანხმებების შედეგად, შეიქმნა „ჰუმანიტარული დერეფნები, რომლებითაც 400 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული“, მისმა ჩართულობამ გამოიწვია რამდენიმე ასეული სამხედრო ტყვის გათავისუფლება, იგი „აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას მოლაპარაკებების პროცესში და ასევე მხარს უჭერს ჰუმანიტარულ ძალისხმევას.”
სანქცირებულთა სიიდან აბრამოვიჩის ამოღება ნიშნავს მისთვის ანუ პუტინისთვის 6-დან 12 მილიარდამდე დოლარის განკარგვის უფლების დაბრუნებას, - ამბობს შვეცი და ფინანსური საკითხების მოგვარებაში დამხმარე პირთა არსებულ დასავლური პრაქტიკიდან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ დავით არახამია, გასამრჯელოს სახით, სულ მცირე, 1,5 მილიარდ დოლარს (დაყადაღებული ქონების ამჟამინდელი ღირებულების 25%) მიიღებს მთლიანობაში, უკვე ახლა, ინგლისის დაზვერვის დასკვნის საპირისპიროდ შექმნილი აბრამოვიჩის მხარდამჭერი განცხადების სანაცვლოდ კი, მას რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ექნება მიღებული.
იური შვეცის თქმით, იმ დროს, როდესაც დასავლეთი სანქციებს აწესებს და ცდილობს ამგვარად პუტინს ძალის გამოყენებაზე უარი ათქმევინოს, უკრაინის მიერ მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა მის დაწყნარებას ემსახურება და ამ დაწყნარების სანაცვლოდ მას 6-დან 12 მილიარდამდე დოლარს უბრუნებენ.
წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი დასავლეთში შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ რომ მომხდარიყო, ბატონ არახამიას მხოლოდ ერთი რამ თუ გადაარჩენდა: თუ წარმოადგენდა რომელიმე გამოჩენილი ფსიქიატრისგან ან რომელიმე სამედიცინო დაწესებულებიდან გამოჩენილ მეცნიერ-ექიმთა დასკვნის საფუძველზე გაცემულ ცნობას, რომ ის არის „კლინიკური იდიოტი".
აი, ესაა ერთადერთი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჩასვამდნენ. მოხსნიდნენ თანამდებობებიდან და ჩასვამდნენ. ახლა ომია, ახლა ამის დრო არაა, მაგრამ ამისთვის ის პანღურით გასაგდებია (ორიგინალში: „гнать в шею"). „კარგი, პანღურითაც არა. შეიძლება პატივისცემით, მუსიკით, თუნდაც პრემია მიეცეს პრეზიდენტის პირადი ფონდიდან დიდი დამსახურებისთვის, მაგრამ ის უნდა მოიხსნას, რადგან ის, რაც მან ჩაიდინა, მისი ფრთს ქვეშ <მოხდა> ეს უბრალოდ, ველურობაა", - ამბობს შვეცი.
„აბრამოვიჩის დახმარებით პუტინმა სტამბოლში, არახამიას ფრთის ქვეშ მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში „ტროას ცხენი" შეიყვანა. ეს სხვა არაფერია, თუ არა პუტინის დაწყნარება და მისი სურვილების შესრულება, პუტინის, კრემლის არხებით კიევში, ბანკოვაიაზე გავლენის მოხდენა. ეს არის ამ არხის, ასე ვთქვათ, ერთადერთი აზრი. პოლიტიკური და დიპლომატიური გაგებით.
ფინანსური თვალსაზრისით, ეს არის კორუფციული არხი, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება და განხორციელდება კორუფციული გარიგებები და უკრაინის ხელმძღვანელის იმ წარმომადგენელთა კორუფცია, რომლებიც ამ არხთან იქნებიან კონტაქტში.
და ბოლოს, რაც უფრო დიდხანს იარსებებს ეს არხი, მით ნაკლებია უკრაინის მიერ ამ ომის მოგების შანსი.
ცნობისთვის: 1953 წელს ხარკოვში დაბადებული იური შვეცი 1980-90 წლებში უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის საზღვარგარეთის დაზვერვის განყოფილების მაიორი იყო. 1993 წლიდან წელს ტურისტული ვიზით ლატვიაში მყოფმა მოახერხა აშშ-ში გამგზავრება და დღემდე იქ ცხოვრობს. 1997 წლიდან რუსეთში, აგრეთველათინური ამერიკის აფრიკის და აზიის ქვეყნებში ბიზნესის წარმოების მსურველი კომპანიებისთვის კორპორაციული უსაფრთხოების კუთხით ინფორმაციის შეგროვებით და ანალიტიკით დაკავებული ფირმის ანალიტიკოს-გამომძიებელია და ამ რანგში 2006 წელს ლონდონში მოკლული ალექსანდრ ლიტვინენკოს პარტნიორი იყო.