უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო აცხადებს, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს, როდესაც მტერი უკრაინის ენერგოსისტემას ყოველდღიურად ანადგურებს, ნებისმიერი კორუფცია დაუშვებელია.

მისი თქმით, მთავრობამ უკვე მიიღო პირველი ზომები.

„მთავრობამ წარადგინა მოთხოვნა ორი მინისტრის დასათხოვად, სანქციები ანტიკორუფციული მასალების ფიგურანტების წინააღმდეგ და „ენერგოატომის“ გადატვირთვა, მენეჯმენტის გათავისუფლება და კომპანიის აუდიტი. ვემზადებით ყოვლისმომცველი ზომებისთვის სახელმწიფო კომპანიებში, კერძოდ, ენერგოკომპანიებში“, – აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.