ხაშურის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძესთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები, ახალგაზრდები, პედაგოგები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი შეუერთდა. შეხვედრა ნარკოდამოკიდებულების, ნაადრევი ქორწინებისა და სუიციდის პრევენციის საკითხებს ეხებოდა. შეხვედრა ინტერაქტიურ გარემოში წარიმართა. სალექციო ნაწილის პარალელურად, ფსიქოლოგმა ზურამ მხეიძემ დამსწრეთა შეკითხვებსაც უპასუხა.