იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და მოუწოდა, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას.

„მოვუსმინეთ ზელენსკის. ფულის, ძალისხმევისა და დახმარების მიღების შემდეგ, მაინც ჰყოფნის გამბედაობა, დაიჩივლოს. ჩემო მეგობარო, შენ ომს აგებ, კაცებს კარგავ, სანდოობასა და ღირსებას კარგავ: ხელი მოაწერე სამშვიდობო შეთანხმებას, რაც შეიძლება მალე. უნდა აირჩიო დამარცხებასა და სრულ განადგურებას შორის“, – აღნიშნავს სალვინი.

თარგმანი: პირველი არხი