უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი სრულად მზად არის და კიევი ხელის მოსაწერად დროისა და ადგილის შეთანხმებას ელოდება. 

"ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიები არის უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების გარანტიები აშშ-სგან. დოკუმენტო 100%-ით არის მზად და ჩვენს პარტნიორებს ველოდებით, რათა შევათანხმოთ თარიღი და ადგილი, როცა ხელს მოვაწერთ." - განაცხადა ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

"ამის შემდეგ დოკუმენტი აშშ-ს კონგრესსა და უკრაინის პარლამენტს გადაეგზავნება რატიფიკაციისთვის." - დაამატა მან.