იტალიის მთავრობამ ესპანეთთან საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე კონტროლი კიდევ 15 დღით გაახანგრძლივა. კონტროლის მოქმედების ვადა პირველ სექტემბერს უნდა ამოწურულიყო.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სასაზღვრო კონტროლის გახანგრძლივების გადაწყვეტილება „მიღებულ იქნა იმ ფაქტორების შენარჩუნების გამო, რომლებმაც ზომების ხელახლა შემოღება განაპირობა“.
იტალიის მიერ სასაზღვრო კონტროლის გახანგრძლივების გადაწყვეტილების შემდეგ, ანალოგიური განცხადება ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. მადრიდმა განაცხადა, რომ იტალიიდან საზღვაო და საჰაერო გზით ჩასული მგზავრების შემოწმებას კიდევ 15 დღით გააგრძელებს.
პირველ აგვისტოს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის სეუტაში უკანონოდ შესული თითქმის ყველა მიგრანტი უკვე მაროკოში დაბრუნდა. ამასთან, როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, აგვისტოს ბოლოს ესპანეთში კვლავ რჩებოდა 5 000-დან 8 000-მდე ადამიანი იმ მიგრანტებიდან, რომლებიც ივლისის ბოლოს ქვეყანაში უკანონოდ შევიდნენ.




