ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმა გააპროტესტეს.
მიტინგში 110 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისრაელში გამართული უდიდესი აქცია იყო. დემონსტრანტებმა მოქმედი კოალიციური მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
მიტინგის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისრაელში მმართველობის სისტემას საფრთხე ემუქრება. ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმაგანაცხადა, რომ ისრაელის მოქალაქეებისასამართლოებს დაიცავენ.
მთავრობის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ წარმოდგენილი რეფორმა სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
ნეთანიაჰუს კოალიციური მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმა მისცემს საშუალებას მთავრობას, უგულებელყოსსაკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებები. ოპონენტები ასევე ამტკიცებენ, რომ ამ რეფორმის მიღებით ნეთანიაჰუ, რომლის წინააღმდეგაც კორუფციის ბრალდებით საქმეა აღძრული, ცდილობს, მართლმსაჯულებას დაუსხლტეს.