ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ისრაელის სამედიცინო წარმომადგენლების ცნობით, ირანის თავდასხმების შედეგად სულ 28 ადამიანი დაიღუპა და 3000-ზე მეტი დაიჭრა. - ინფორმაციას გამოცემა  .timesofisrael.com -ი ავრცელებს. 

Magen David Adom-ის სასწრაფო დახმარების სამსახური აცხადებს, რომ მან 28 ადამიანი დაღუპულად გამოაცხადა, ბოლო ოთხი კი დღეს დილით, და 17 მძიმედ დაშავდა, 29 საშუალო სიმძიმის, 872 კარგ მდგომარეობაშია და კიდევ 401 ადამიანი, რომელსაც თავდასხმების დროს მწვავე შფოთვა აწუხებდა.

ჯანდაცვის სამინისტრო განსხვავებულ მონაცემებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ 12-დღიანი ომის დროს სულ 3238 ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული - 23 მძიმე, 111 საშუალო სიმძიმის, 2933 მსუბუქი, 138 მწვავე შფოთვა, ხოლო კიდევ 30, რომლის მდგომარეობაც ჯერ არ არის დადგენილი.

რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოებში სხვა სამაშველო ორგანიზაციებმა გადაიყვანეს ან თვითევაკუაცია მოახდინეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ომის დროს ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 550 ბალისტიკური რაკეტა და დაახლოებით 1000 დრონი გაუშვა, რომელთა უმეტესობაც ჩაჭრეს.

დასახლებულ რაიონებში ბალისტიკური რაკეტის მინიმუმ 31 ჩამოვარდნა დაფიქსირდა და მხოლოდ ერთმა დრონმა დაარტყა სახლს.

გარდა ამისა, ხელისუფლების ცნობით, 9000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა დაზიანებული და დანგრეული სახლები. - წერს timesofisrael.com