აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ წუთებში სიტუაციურ ოთახში იმყოფება. როგორც საერთაშორისო მედია მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, დონალდ ტრამპთან ერთად სიტუაციურ ოთახში იმყოფებიან აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი დენ კეინი და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი.

მედიის ცნობით, ისინი აკვირდებიან ირანის მიერ საპასუხო ზომების მოქმედებებს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ირანმა კატარში მდებარე ამერიკული ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა. როგორც მოგვიანებით კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე, არ არიან დაშავებულები.

თარგმანი: პირველი არხი