ისრაელში აპროტესტებენ რეფორმას, რომლის გატარების შემთხვევაშიც უზენაესი სასამართლო მთავრობის მიერ მიღებული კანონების მოქმედების შეჩერებას ვეღარ შეძლებს. ამავე ცვლილებებით, მოსამართლეების დანიშვნისას კანონმდებლებს გადამწყვეტი ხმა ექნებათ.

ამასთან დაკავშირებით, ისრაელის 27 ქალაქის მერმა შიმშილობა გამოაცხადა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, შიმშილობას ხვალიდან დაიწყებენ.

მათივე თქმით, დაიწყებენ შიმშილობას იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრის ოფისის წინ, მოთხოვნით, დასრულდეს უზარმაზარი კრიზისი და კატასტროფა, რომლისკენაც ისრაელი მიექანება, ქვეყნის უსაფრთხოების დარღვევის პრევენციისა და ერთიანობის შენარჩუნებისთვის.