ისრაელის არმიამ გუშინ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო იერიშის შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლა.
ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„ჰასან ნასრალა მსოფლიოს დატერორებას ვეღარ შეძლებს“, - წერს ისრაელის თავდაცვის არმია. სხვა დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბეირუთზე საჰაერო იერიში გუშინ საღამოს მიიტანა.
მოგვიანებით აღინიშნა, იერიშის მთავარი სამიზნე „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი იყო. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბეირუთზე ავიაიერიშს ჰასან ნასრალას ქალიშვილი ზეინაბ ნასრალა ემხსვერპლა.
Hassan Nasrallah will no longer be able to terrorize the world.
— Israel Defense Forces (@IDF) September 28, 2024