აშშ-ის ძალებმა ბაღდადში განხორციელებული თავდასხმის დროს „ჰეზბოლას“ მეთაურის, ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის ლიკვიდაცია განახორციელეს, - იუწყება CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედი პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციის ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე, მათ შორის სარაკეტო და დრონებით განხორციელებულ ოპერაციებზე.
მანამდე, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მათი სამიზნე იყო „ჰეზბოლას“ მეთაური, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე.
ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის ლიკვიდაციის ფაქტი „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა.