ისრაელის არმიის ცნობით, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი დაახლოებით 500 000-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის პრეს–მდივანმა ჯონათან კონრიკუსმა დღეს განაცხადა.

ომის დაწყებამდე ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ღაზაში სამხედრო ოპერაცია გაძლიერებულ ფაზას უახლოვდება და ამ ზონაში დარჩენა სახიფათოა.