ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 2 700-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მედია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილია 9 600 ადამიანი.  შენობების ნანგრევებში მოყოლილი 1000-ზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე შენობების ნანგრევებში რჩება.

 შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს მოხდა და  პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.  ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე თავდასხმა დაიწყო.