ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მიმართა და გააფრთხილა, რომ შესაძლოა, ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს.
"ვაფრთხილებ ირანელ დიქტატორს: კარგად ახსოვდეს, რა დაემართა მეზობელი ქვეყნის დიქტატორს, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ წავიდა", - განაცხადა კაცმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი ირანს "დიდი ძალით და ყველა ფრონტზე" ურტყამს. მისი თქმით, დარტყმები ომის მიზნებს შეესაბამება.
"გუშინ ღამით, ირანის გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ლიკვიდაცია განხორციელდა . გაერთიანებული შტაბის უფროსო, მადლობას გიხდით თქვენ და ისრაელის თავდაცვის ძალებს ამ შესანიშნავი მიღწევებისთვის", - თქვა კაცმა.
კაცმა ასევე გააფრთხილა ირანი დაბომბვების შესახებ.
"მე ვაფრთხილებ დიქტატორს, დაუშვებელია ომის დანაშაულები და ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმები", - განაცხადა მინისტრმა.