ამერიკელი ქალი გაუჩინარებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ ცოცხალი იპოვეს, ამის შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა ოთხშაბათს, 1 აპრილს განაცხადეს.

კრისტინა მარი პლანტე მხოლოდ 13 წლის იყო, როდესაც 1994 წლის მაისში, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსთან ახლოს გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, მოზარდი ბოლოს საჯინიბოსკენ მიმავალი შენიშნეს, სადაც მისი ცხენი იყო.

30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, კრისტინ მარი პლანტი საბოლოოდ ცოცხალი იპოვეს, განაცხადა აშშ-ის ხელისუფლებამ ოთხშაბათს, 1 აპრილს.

"ტექნოლოგიური განვითარების, თანამედროვე საგამოძიებო ტექნიკისა და საქმის დეტალური განხილვის წყალობით, გამომძიებლებმა შეიმუშავეს ახალი მტკიცებულებები", - ნათქვამია შერიფის დეპარტამენტის განცხადებაში.

"კრისტინა შეყვანილი იყო დაკარგული ბავშვების ეროვნულ მონაცემთა ბაზებში და დაკარგული პირის შესახებ პლაკატები გამოკრული იყო ადგილობრივად, შტატის მასშტაბით და ქვეყნის სხვა ნაწილებში", - განაცხადა იმავე წყარომ და დასძინა, რომ საქმე ღია და აქტიური რჩებოდა მრავალი წლის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ კრისტინა მარი პლანტეს ვინაობა დადასტურებულია, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 40 წლის ქალის პირადი ცხოვრებისა და კეთილდღეობის პატივისცემის გამო, საქმის სხვა დეტალებს არ გაავრცელებენ.