ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იუწყება

შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა გამოაცხადეს ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ, ხოლო ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია კეშმის კუნძულზე, ბენდარ-აბასსა და ჩაბაჰარში მომხდარი აფეთქებების შესახებ.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მომავალ კვირას ირანში ელექტროსადგურებსა და ხიდებს დაესხმება თავს, თუ ირანი მოლაპარაკებებს არ დაიწყებს.

„მომავალ კვირას მათთვის საქმე ძალიან ცუდად წავა“, - განუცხადა მან გამოცემას.

მუქარის საპასუხოდ, თეირანმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში ყველა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაესხმება თავს.

ირანის სამხედრო ძალებმა გააფრთხილეს, რომ „რეგიონის მთელი ინფრასტრუქტურა ცეცხლის ალში გაეხვევა“, თუ შეერთებული შტატები შეასრულებს თავის მუქარას ირანის სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმის შესახებ.

„როიტერს“ სამმა წყარომ განუცხადა, რომ ირანმა სთხოვა თავის ჰუსიტ მოკავშირეებს იემენში, მზად იყვნენ წითელი ზღვის გავლით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნავთობსადენის ბლოკირებისთვის აშშ-ის მიერ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემთხვევაში.  

ამ ფონზე საინფორმაციო სააგენტოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადება, რომლითაც მან ისრაელი აშშ-ირანის მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.