ირანმა უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებაზე. იუწყება Reuters.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ წერილი გაუგზავნა ხამენეის. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ირანული სამსახური "რადიო ფარდა" იტყობინება.
ხამენეიმ თქვა, რომ მოლაპარაკებებში "აგრესიული მთავრობების" დაჟინებული მოთხოვნები "არ არის მიმართული პრობლემების გადაჭრისკენ". მან ისინი დაადანაშაულა "მართვისა და თავს მოხვევის" სურვილში.
"პრობლემა არ არის მხოლოდ ბირთვული პროგრამა". მათ აქვთ მოლოდინი ირანის თავდაცვისა და სარაკეტო პროგრამებთან და ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ისლამური რესპუბლიკა ნამდვილად არ გაამართლებს მათ მოლოდინებს", - თქვა ხამენეიმ.
ხამენეის თქმით, "ძალასა და დაშინებას წინააღმდეგობის გაწევის სხვა გზა არ არსებობს".
"ისინი აყენებენ ახალ მოთხოვნებს, რომლებსაც ირანი ნამდვილად არ მიიღებს, როგორიცაა ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, რაკეტების ფრენის მანძილი და საერთაშორისო გავლენა", - აღნიშნა ხამენეიმ.