ირანის ხელისუფლებამ, რუსეთიდან ორგანიზებული ტურისტული ჯგუფებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ТАСС-ი იუწყება.
შეთანხმებას, რუსეთიდან ტურისტული ორგანიზებული ჯგუფებისთვის ირანში უვიზოდ მოგზაურობის შესახებ, ხელი მარტში, მოსკოვში ირანის ლიდერის ჰასან რუჰანის ვიზიტისას მოეწერა. შეხვედრისას რუჰანიმ და პუტინმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის განვითარებას შეუწყობს ხელს.
გარდა შეთანხმებისა ტურისტული მიმოსვლის შესახებ, რუსეთსა და ირანს შორის სხვა შეთანხმებებიც გაფორმდა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში.