თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლესი წინადადება უარყო. 

ამის შესახებ „ესოშიერთიდ პრესი“ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნაზე“ დაყრდნობით იუწყება.

მედიის ინფორმაციით, ირანმა აშშ-ს პასუხი პაკისტანის, როგორც მთავარი შუამავლის მეშვეობით გადასცა.

„ჩვენ უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტას არ დავეთანხმებით. ჩვენ ომის დასრულებას ვეთანხმებით მხოლოდ იმ გარანტიებით, რომ ჩვენზე თავდასხმა აღარ მოხდება“, – განუცხადა „ესოშიეთიდ პრესს“ კაიროში ირანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა.